Робота для біженців з України
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ნავთობკომპანია "ქონექთი" - ბენზინგასამართი სადგურების ქსელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა, მასალების სპეციფიკაციისა და ტექნიკური დავალებების მომზადება.
** მოცულობითი უწყისებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენა.
** შემსრულებლებისგან მიღებული წინადადებების ანალიზი, ფასების შედარება და მოლაპარაკება.
** გრძელვადიანი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შემუშავება და კონტროლი.
** კონტრაქტების პირობების გადამოწმება (ვადები, საგარანტიო პირობები, დანართები, პირგასამტეხლოები).
** სამუშაოების ხარისხისა და მასალების მახასიათებლების ზედამხედველობა, მათ შორის ფარული სამუშაოების დოკუმენტირება.
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და დროის ჩარჩოების კონტროლი.
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ფაქტობრივი მოცულობების გადამოწმება.
** საგარანტიო ვადებისა და ობიექტებზე დამონტაჟებული მოწყობილობების რეესტრის წარმოება.
** სარემონტო ობიექტების ბიუჯეტების შედგენა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ინფრასტრუქტურული/სამშენებლო პროექტების მართვაში;
** ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტირების გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** კონტრაქტებისა და ტენდერების მართვის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და გუნდის მართვის ძლიერი უნარები.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების ეფექტური უნარები;
** გუნდში მუშაობის და თანამშრომლების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე