Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668634&print=yes&view=jobs
 
სატელეფონო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ოპერატორი
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე.

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მერიოტ ინთერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს ნომრებიდან შეკვეთების მიღება
** კომუნიკაცია და პრეტენზიების რეგისტრირება/ჩაწერა/ჩანიშვნა
** საჭიროებისამებრ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება

უნარ-ჩვევები და მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ოპერაციული პროგრამის (Opera) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tinatin.paradashvili@sheraton.com.

გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.

აპლიკაციები მიიღება 22 ოქტომბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია