დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული აპარატების ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე
** უსაფრთხო და სანდო მართვა.
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკის მართვა)
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|