Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მარშალ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია "მარშალ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- დან 19:00- მდე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
** შესყიდვების დაგეგმვა, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის მოთხოვნების მიხედვით პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და შეფასება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;
** მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
** ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე, სამშენებლო კომპანიაში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება არსებული ბაზის და კონტაქტების გამოყენება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: legal@marshalldevelopment.ge და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე