Робота для біженців з України
მწარმოებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მწარმოებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.

NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies

ფუნქცია-მოვალეობები:

** მწარმოებლების მოძიება და მოზიდვა;
** მწარმოებლებისთვის კომპანიის პროდუქტის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მწარმოებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: 1500-1700 ლარი + საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge.

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მწარმოებლებთან ურთიერთობის მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე