Робота для біженців з України
სტომატოლოგის ასისტენტი/მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგის ასისტენტი/მედდა
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
NB Dental- ნინო ბერიძის კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგის ასისტენტის (მედდა) პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ძირითადი სამუშაო-აღწერილობა:

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და სანიტარიული წესების დაცვა, ინსტრუმენტებისა და მასალების ორგანიზება და უზრუნველყოფა
** სტომატოლოგიური ინვენტარების მოწესრიგება, დალაგება და დამუშავება
** ექიმის სამედიცინო პროცედურებში აქტიური დახმარება
** ინვენტარის კონტროლი, საჭიროებისამებრ შევსება და გამოტანა
** ჩატარებული პროცედურების შესახებ დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოება და მიმდინარეობა

კომპეტენცია და პიროვნული უნარები:

** პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება სტომატოლოგის ასისტენტად ან მედდად;
** სასურველია კანდიდატს შეეძლოს სრულ გრაფიკზე მუშაობა;
** განიხილება რეზიდენტურის სტუდენტებიც;
** აუცილებელია: ეფექტური კომუნიკაცია
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის და ორგანიზებული მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალებსა და ჰიგიენას მიმართ

ჩვენთან გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** საათობრივ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გუნდს და განვითარების შესაძლებლობას!

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ N1 (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე