დასახელება:
სტატისტიკოს არქივარიუსი
|
მომწოდებელი:
მცხეთის სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
შპს მცხეთის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სტატისტიკოს არქივარიუსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია სამედიცინო მიმართულებით
** დასაქმების ისტორია - მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო ბარათების აღრიცხვა/დახარისხება შესაბამისი წესის დაცვით;
** ექიმებისთვის სამედიცინო ბარათის მიწოდების დროული უზრუნველყოფა/წესებისა და სტანდარტების დაცვით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დაცულობის უზრუნველყოფა არასანქცირებული წვდომებისგან/ კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა.
ყოველდღიური და წლიური სტატისტიკის წარმოება შესაბამისი წესის დაცვით
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, თავაზიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე tamosirbiladze@mmc.com.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტატისტიკოს არქივარიუსი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
|
|
|
|