Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"ავერსის კლინიკა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას გორის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ქ.გორი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ავერსის კლინიკის სერვისების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება სამედიცინო დაწესებულებებში;
** კონტრაქტორი დაწესებულებების მოზიდვა;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა;
** მონაწილეობის მიღება სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში.

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით;
** პრაქტიკული გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** თავდაჯერებულობა.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/Foqfz

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 12 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე