Робота для біженців з України
საოპერაციო შესყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 12 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ვეძებთ საოპერაციო შესყიდვების კოორდინატორს, რომელიც ყოველდღიურად მართავს ადგილობრივ მომწოდებლებთან მუშაობის პროცესს. უზრუნველყოფს ზუსტ და დროულ ინფორმაციას, რათა შესყიდვები მუშაობდეს შეუფერხებლად.

პოზიცია: საოპერაციო შესყიდვების კოორდინატორი

თუ თქვენ ეძებთ ორგანიზაციას, სადაც…

** თქვენს იდეებს რეალურად უსმენენ და აძლევენ განვითარების შესაძლებლობას,
** დისციპლინა და თავისუფლება ერთიანდება პროდუქტიულ გარემოში,
** ყოველდღე ახალ გამოწვევებს შეხვდებით და შეძლებთ საკუთარი ორგანიზატორული და ლიდერული უნარების გაძლიერებას,
** შედეგს ხედავთ არა მხოლოდ პროცესში, არამედ ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურობაში,

მაშინ "Officemart" არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად დაფასდება.

გრაფიკი-პირობები:

** ორშ-პარ (09:00-17:00) - ადგილზე
** შაბათს მოკლე სამუშაო დღე - შესაძლებელია დისტანციურად
** ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის გამზ და/ან კახეთის გზატკეცილი
** ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიური შესყიდვების დავალებების დაგეგმვა და მართვა
** საველე შესყიდვების თანამშრომლის მარშრუტის მომზადება და ყოველდღიური ამოცანების გადაცემა
** მარაგების კონტროლი FINA-სა და სხვა არხებიდან მიღებული სიგნალების საფუძველზე
** მომწოდებლებთან კოორდინაცია: შეკვეთების შეთანხმება და პროცესების მართვა
** ყოველდღიური და კვირეული გეგმების მომზადება მომარაგების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
** ოპერატიულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება — დაგვიანებული მიწოდება, არასწორი რაოდენობა, ან სასწრაფო მოთხოვნა
** ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან თანამშრომლობა, რათა შესყიდვები იყოს ზუსტი და დროული

საჭირო უნარები და გამოცდილება:

** მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება შესყიდვებში, ოპერაციებში ან მომარაგების მართვაში
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დინამიკურ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Google workspace) და მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და თვითდისციპლინა
** დამატებითი უპირატესობა იქნება: FINA-ს ან ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება

როგორ ორგანიზაციულ კულტურას ვაშენებთ:

** თავისუფალ და ამავე დროს დისციპლინირებულ გარემოს
** გარემოს სადაც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოვლენა ხელშეწყობილია
** ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება თანამშრომელთა ზრდაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვეხმარებით ყველას ისწავლოს, განვითარდეს და საკუთარ პოტენციალი სრულად გამოავლინოს

საკონტაქტო ელფოსტა: guga@officemart.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე