Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისმარტი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 12 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.

ვეძებთ ლოგისტიკის მენეჯერს, რომელიც მართავს ჩვენი კომპანიის ყოველდღიურ მიწოდების და მომარაგების პროცესებს და უზრუნველყოფს მაღალი სისწრაფისა და სიზუსტის სტანდარტებს.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, ანალიტიკური აზროვნება და მზადყოფნა, რომ მართოს დინამიკური გუნდი და პროცესები.

პოზიცია: ლოგისტიკის მენეჯერი

თუ თქვენ ეძებთ ორგანიზაციას, სადაც…

** თქვენს იდეებს რეალურად უსმენენ და აძლევენ განვითარების შესაძლებლობას,
** დისციპლინა და თავისუფლება ერთიანდება პროდუქტიულ გარემოში,
** ყოველდღე ახალ გამოწვევებს შეხვდებით და შეძლებთ საკუთარი ორგანიზატორული და ლიდერული უნარების გაძლიერებას,
** შედეგს ხედავთ არა მხოლოდ პროცესში, არამედ ათასობით მომხმარებლის ყოველდღიურობაში

მაშინ "Officemart" არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად დაფასდება.

გრაფიკი-პირობები:

** ორშ-პარ (09:00 - 17:00)
** შაბათს მოკლე სამუშაო დღე
** ლოკაცია: თბილისი, კახეთის გზატკეცილი
** ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიური მიწოდებისა და მომარაგების დაგეგმვა
** ლოგისტიკის თანამშრომლების მენეჯმენტი, დროული და ეფექტური უკუკავშირის მიცემა
** ავტოპარკის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა, რათა ყველა მიწოდება იყოს დროული და ზუსტი
** ტრანსპორტისა და მძღოლების ყოველდღიური მუშაობის კოორდინაცია
** მონაცემების ანალიზი სიზუსტის, ეფექტიანობის და ხარჯების შესამცირებლად
** ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება და ახალი გადაწყვეტების დანერგვა
** გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა (ავარია, შეფერხება, დაგვიანება) და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება.

საჭირო უნარები და გამოცდილება:

** სავალდებულოა ქალაქის უბნებისა და ცენტრალური ქუჩების ცოდნა
** ძალიან სასურველია მენეჯერული/გუნდის მართვის გამოცდილება
** აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ერთ-ერთ სფეროში: ლოგისტიკა, ოპერაციები
** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები
** პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი დონე და დინამიკურ/სწრაფად ცვალებად პროცესებთან მუშაობის უნარი
** პროაქტიური დამოკიდებულება და პროცესების გაუმჯობესების სურვილი
** ავტომობილების და მათი გამოყენების წესების ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

როგორ ორგანიზაციულ კულტურას ვაშენებთ:

** თავისუფალ და ამავე დროს დისციპლინირებულ გარემოს
** გარემოს სადაც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოვლენა ხელშეწყობილია
** ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება თანამშრომელთა ზრდაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვეხმარებით ყველას ისწავლოს, განვითარდეს და საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლინოს
** ჩვენ ვაშენებთ გუნდს, სადაც პასუხისმგებლობა და სისწრაფე გუნდური მუშაობის შედეგია

საკონტაქტო ელფოსტა: guga@officemart.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე