დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
მომწოდებელი:
ოფისმარტი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"OfficeMart" - საქართველოში წამყვანი B2B Ecommerce პლატფორმაა, რომელიც ახორციელებს საკანცელარიო, სამეურნეო, სამედიცინო და სხვა მრავალი კატეგორიის იმპორტს და დისტრიბუციას.
ჩვენ უკვე 12 წელია ვემსახურებით ასობით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც სათავეში ჩაუდგება და გაუძღვება ახალგაზრდა, ერთგულ და შრომისმოყვარე გუნდს.
პოზიცია: აღმასრულებელი დირექტორი
თუ თქვენ ეძებთ ორგანიზაციას, სადაც…
** გექნებათ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შედეგებსა და წარმატებაში გადათარგმნის შესაძლებლობა
** საკუთარ მაგალითზე ასწავლით სხვებს
** დისციპლინა და თავისუფლება ერთიანდება პროდუქტიულ გარემოში
** იპოვით ინტელექტუალურ მეგობრებს
მაშინ, "Officemart" არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია და პროფესიონალიზმი მაქსიმალურად დაფასდება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ოპერაციული მართვა
** შესყიდვების, ოპერაციების, საწყობისა და ლოგისტიკის ყოველდღიური მუშაობის ზედამხედველობა
** გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტების მხარდაჭერა და KPI-ების შესრულების უზრუნველყოფა
** ოპერაციულ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება
** ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდა
** ადმინისტრაციული მართვა
** დისციპლინის კულტურის კულტივაცია
** თანამშრომელთა შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია
** კომპანიის საოფისე-სასაწყობო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** იურიდიული და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის კონტროლი (კონტრაქტები, შიდა რეგულაციები)
** კოორდინაცია და ანგარიშგება
** ყველა დეპარტამენტის მუშაობის სინქრონიზაცია
** პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
** ანგარიშგებების წარდგენა ბორდისთვის
საჭირო უნარები და გამოცდილება:
** მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება ოპერაციულ ან ადმინისტრაციულ მენეჯმენტში
** მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება გუნდის/ების ხელმძღვანელ პოზიციაზე
** უნარი ერთდროულად მართოს ოპერაციული და ადმინისტრაციული საკითხები
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი - როგორც შიდა გუნდებთან, ისე გარე პარტნიორებთან
** დროული და ეფექტური უკუკავშირის უნარი
** გამოცდილება KPI-ების მართვასა და პროცესების გაუმჯობესებაში
როგორ ორგანიზაციულ კულტურას ვაშენებთ:
** თავისუფალ და ამავე დროს დისციპლინირებულ გარემოს
** გარემოს სადაც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოვლენა ხელშეწყობილია
** ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება თანამშრომელთა ზრდაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვეხმარებით ყველას ისწავლოს, განვითარდეს და საკუთარ პოტენციალი სრულად გამოავლინოს
საკონტაქტო ელფოსტა: guga@officemart.ge
|
|
|
|