დასახელება:
დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალგანი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს 1000 + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ცხრილებთან მუშაობის უნარი, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|