Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668544&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: დისტრიბუტორი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საწყობიდან პროდუქციის მითვლა და მანქანაში ჩატვირთვა
** აღებული შეკვეთების დროულად დარიგება
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით
** პროდუქციის დალაგება სავაჭრო ობიექტის საწყობის მიმღებში ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** დღის ბოლოს, ოპერატორისთვის დღის განმავლობაში მიღებული საბუთების ჩაბარება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა B კატეგორია, (პრიორიტეტი მიენიჭება C კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე კანდიდატს).

შრომითი ხელშეკრულება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, თანამშრომლის მხრიდან დაფიქსირდება უძრავი ქონების უზრუნველყოფა - იპოთეკა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22.10.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია