Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668541&print=yes&view=jobs
 
ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეც.
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება;
** კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში დოკუმენტაციის წარდგენა შესყიდვების სააგენტოში და შემდგომი პროცედურების წარმართვა;
** მოთხოვნის საფუძველზე, სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების შედგენა და სატენდერო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
** კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და ასახვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ;
** გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულებებისა და ცვლილებების პროექტების მომზადება, გაფორმება და სისტემაში ასახვა;
** საჭიროებისამებრ, შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა სხვა სახელმწიფო უწყებებში;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სხვადასხვა ეტაპის განხორციელება (დოკუმენტების ატვირთვა, განაცხადების დამუშავება, სტატუსების მონიშვნა და სხვ.);

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება — "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება — "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება — "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანება — "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები".

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმეზე;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნორმატიული დოკუმენტების გაანალიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადაპტირებულობა ცვლილებებისადმი;
** პროდუქტიულობა და პროფესიონალიზმი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია