Робота для біженців з України
ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეც.
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო);
** კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორაციულ ფიტპასს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება;
** კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
** შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის შედგენა და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა დასამტკიცებლად;
** კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მათი ასახვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულებებისა და ცვლილებების პროექტების მომზადება და მათი ასახვა სისტემაში;
** კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა ან შეთანხმება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ელექტრონული პროცედურის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
** ხელშეკრულების დროული რეგისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება — "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება — "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება — "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანება — "კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები".

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნორმატიული დოკუმენტების გაანალიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა;
** ადაპტირებულობა ცვლილებებისადმი;
** პროდუქტიულობა და პროფესიონალიზმი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და ინტეგრაციის უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე