Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668525&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"Imex Cargo Logistics" — კომპანია, რომელიც ყოველდღიურად სთავაზობს მომხმარებლებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, საბაჟო-საბროკერო მომსახურებას და ტვირთის დაზღვევას.

გვესაჭიროება ენერგიული და მოტივირებული გაყიდვების სპეციალისტი, ვინც დაგვეხმარება ახალი B2B პარტნიორების მოძიებასა და ურთიერთობების გაღრმავებაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + შედეგზე დაფუძნებული ბონუსი
გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

რას გააკეთებ შენ:

** შექმნი და განავითარებ ახალ კლიენტურას - სატელეფონო ზარებით, შეხვედრებით და აქტიური კომუნიკაციით
** დაამყარებ გრძელვადიან ურთიერთობებს იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან
** ითანამშრომლებ ოპერაციულ გუნდთან ტვირთის გადაადგილების კოორდინაციაში
** იმუშავებ გაყიდვების გეგმებზე, ჩაატარებ ანალიზს და მოამზადებ ანგარიშებს

როგორ იზომება შენი შედეგიანობა:

** ახალ კლიენტებთან დადებული კონტრაქტების რაოდენობა
** არსებული კლიენტების შენარჩუნება
** შეკვეთების სიზუსტე
** გადაზიდვების დროულად შესრულება
** გაყიდვების გეგმების შესრულება

თუ შენ ხარ ის, ვინც:

** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია B2B სფეროში)
** ფლობ ქართულ ენას მაღალ დონეზე
** კარგად იცნობ MS Office-ს
** ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** შეგიძლია იმუშაო სტრესულ გარემოში, მიიღო გადაწყვეტილებები და იფიქრო ანალიტიკურად

გაგვიზიარე შენი რეზიუმე მისამართზე: career@imexcargo.ge

Subject-ში მიუთითე: გაყიდვების სპეციალისტი.

მადლობა ინტერესისთვის - წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია