დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ფარმკაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
შპს "ფარმკაპიტალი", "Aspen Pharma Ireland Limited"-ის ოფიციალური პარტნიორი კავკასიაში,
აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
რეგიონი: იმერეთი და სამეგრელო
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
** სამედიცინო პერსონალთან ვიზიტების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** სააფთიაქო ქსელების მონიტორინგი
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია - სამედიცინო წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.
კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** წერითი ტესტირება
** ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.
CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლოო ვადა: 15.10.2025
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ფარმკაპიტალისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|