დასახელება:
დასუფთავების ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ბოდბე
|
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
"ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის პოზიციაზე.
მდებარეობა: სიღნაღი, კახეთი
ჩვენ შესახებ:
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეადგინოს თანამშრომელთა სამუშაო საათებისა და ცვლების განრიგი სასტუმროს დატვირთულობის გათვალისწინებით;
** გააკონტროლოს თანამშრომლების ჩაცმისა და ჰიგიენის სტანდარტები;
** განსაზღვროს თანამშრომლების რაოდენობა ცვლაში სასტუმროს დატვირთულობისა და შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით;
** შეამოწმოს და გაუზიაროს კომენტარები თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და გააკონტროლოს ხარვეზების შესწორება, შეასრულოს ინსპექტირება
** რეგულარულად შეამოწმოს სასტუმროში არსებული მოწყობილობების გამართულობა და მიიღოს სათანადო ზომები ხარვეზების გამოსასწორებლად (ზემდგომის ინფორმირება, სარემონტო სამუშაოების მოთხოვნა და ა.შ.);
** უზრუნველყოს თანამშრომლების სწავლება;
** შეაფასოს თანამშრომლის მუშაობა გუნდში;
** აკონტროლოს სასტუმროს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მარაგები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ საჭიროების შემთხვევაში (შესყიდვის მოთხოვნა, ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და ა.შ.)
** ჩაატაროს აუდიტი საზოგადოებრივ სივრცეებსა და სტუმრის ოთახებში;
** გააკონტროლოს სისტემაში ცვლის უფროსების მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორე;
** თვალი ადევნოს სტუმრების შეფასებებს და სათანადო რეაგირება მოახდინოს როგორც უარყოფით ასევე დადებით შეფასებებზე;
** ჩაატაროს ყოველდღიური 15 წუთიანი სწავლება და მოახდინოს სწავლებების დოკუმენტირება ;
** გააკონტროლოს ხელშეკრულებით მომუშავე კომპანიების შესრულებული სამუშაოს ხარისხი და საჭირო რეაგირება მოახდინოს ხარვეზებზე (ხელმძღვანელის ჩართვა, და ა.შ.)
** იდენტიფიცირების შემდგომ, სისტემურად დააფიქსიროს საინჟინრო ხარვეზები და გააკონტროლოს მათი შესრულება. საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება და პრობლემის გადამისამართება ზემდგომ ინსტანციებში (ხელმძღვანელის ჩართვა)
** ზედმიწევნით გააკონტროლოს დაკარგული ნივთების პროცედურის მუშაობა და მათი გაცემა/განაწილება არსებული სტანდარტის მიხედვით (SOP)
** აკონტროლოს სტუმრის ოთახის უსაფრთხოების დაცვა;
** აკონტროლოს ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის უსაფრთხოება არსებული შიდა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მეშვეობით.;
** შეამოწმოს სტუმრის სარეცხის ქვითრები და სისტემურად სტუმრის სახელზე დარიცხული თანხების სისწორე. სტუმრის გასვლამდე შეცდომების შესახებ შეატყობინოს მიმღებ განყოფილებას და გააკონტროლოს მაკორექტირებელი ტრანზაქციების სისწორე
** ცვლის სამუშაო პერიოდში მოახდინოს სისტემაში (Opera PMS) დღის მანძილზე მონაცემების გახსნა, რეპორტი, გამიჯვნა, კონტროლი, დახურვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების ზედამხედველის, კოორდინატორის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე;
** Microsoft Office (Word, Excel) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Opera (PMS) - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასუფთავების ზედამხედველი"
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|