Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668499&print=yes&view=jobs
 
საბანკეტო ჯგუფის ზედამხედველი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბანკეტო ჯგუფის ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას საბანკეტო ჯგუფის ზედამხედველის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბოდბე, კახეთი

ჩვენ შესახებ:

სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.

სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ღონისძიებების დეპარტამენტის ინტერესის გათვალისწინებით შეადგინოს კვირის განრიგი;
** მონაწილეობა მიიღოს ღონისძიების წარმატებულად ჩატარებაში;
** ყოველთვიურად ჩაატაროს დეპარტამენტში არსებული ინვენტარისა და პროდუქციის აღწერა;
** მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში;
** დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია;
** დარწმუნდეს, რომ საბანკეტოს ინვენტარი მწყობრშია და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს;
** მოახდინოს სტუმრების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
** გაუწიოს ხელმძღვანელობა და კოორდინირება საბანკეტოს თანამშრომლების მუშაობას;
** მოახდინოს შესაბამისი რეაგირება უარყოფითი კომენტარის შემთხვევაში;
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი;
** უზრუნველყოს დეპარტამენტის ადმინისტრაციული საკითხების შესრულება;
** ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის დეპარტამენტს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სუპერვაიზერის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე - recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საბანკეტო ჯგუფის ზედამხედველი".

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია