დასახელება:
ავტობუსის მძღოლი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს ავტობუსის მძღოლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების გადაყვანა მეტრო სამგორიდან ლილოს ტერმინალამდე და პირიქით.
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით მძღოლის მოვალეობების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნა: D კატეგორიის მართვის მოწმობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტობუსის მართვის სამუშაო გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://vacancy.psp.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
|
|
|
|