დასახელება:
რევიზორი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს რევიზორის ვაკანსიას, თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები: "პსპ ფარმას" აფთიაქების ქსელსა და საწყობებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი და სრული ინვენტარიზაცია და სხვა საკითხების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან/და ტექნიკური მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)- სასურველია
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://vacancy.psp.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
|
|
|
|