დასახელება:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით.
თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა, შემოსულ ზარებზე პასუხი და სწრაფი რეაგირება;
** აფთიაქების გახსნისა და დაკეტვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** აფთიაქებში მიმდინარე ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა, დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მისვლით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია).
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://vacancy.psp.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
|
|
|
|