Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში გაყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური:

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, არსებული კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება, მათთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** კონკურენტების ბაზრის ანალიზი;
** ტენდერების მონიტორინგი და შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
** რეალიზაციის არხების განვითარება და მათი მუდმივი გაუმჯობესება;
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირება/ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1945

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე