დასახელება:
პირველადი დახმარების ლიცენზირებული ტრენერი
|
მომწოდებელი:
First Aid - სასწავლო კურსი გამოძახებით
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"First Aid - სასწავლო კურსი გამოძახებით" აცხადებს ვაკანსიას: პირველადი დახმარების (First Aid) ლიცენზირებული ტრენერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პირველადი დახმარების ტრენერის ლიცენზია (ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია მუშაობის გამოცდილება პირველადი დახმარების სპეციალისტად
** ბავშვების პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქცია:
ორგანიზაციებში, საწარმოებში, სკოლებში, ბაღებში, ოჯახებში ადგილზე მისვლით პირველადი დახმარების სასწავლო პრაქტიკული კურსის ჩატარება მულაჟის გამოყენებით (ბავშვების და ზრდასრულების)
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირება
თქვენზე მორგებული გრაფიკი და ანაზღაურება გამომუშავებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი (CV) რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: firstaidcourse2022@gmail.com 19.10.2025-მდე.
|
|
|
|