დასახელება:
ფილიალის ასისტენტ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კაბა
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"კაბა" არის 30 წლიანი გამოცდილების ქართული ბრენდი ქალბატონებისთვის. ბაზარზე წარმოდგენილია 3 ფილიალით. ქსელში ასევე შეხვდებით ჩვენს პარტნიორ ბრენდებს: გეფერინი, ოპალი, კოტესი, რატიანი, დარი, ჩემი ჯემი და სხვა.
"კაბა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
მაღაზიის მენეჯერი უზრუნველყოფს დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებას, ახორციელებს საცალო ვაჭრობის მართვას, რაც გამოიხატება გაყიდვების ოდენობისა და მუდმივი მომხმარებლის რაოდენობაში;
** მაღაზიის მართვა;
** პერსონალის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
** პროგრამის და რეალური მოცემულობის სისტემატური კონტროლი.
მოთხოვნები:
** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები.
სახელფასო დიაპაზონი: 1500 ლარი +
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** -40% კორპორაციული ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: office@kabaofficial.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|