Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668342&print=yes&view=jobs
 
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება, განათლებას სამედიცინო მიმართულებით);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე;
** კლინიკის ოფიციალურ მეილსა და სოციალურ ქსელებში შემოსული წერილების პასუხი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სოციალურ მედიაში სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.10.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია