Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668340&print=yes&view=jobs
 
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: ოპერატორი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19.10.2025
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
სამუშაო პერიოდი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისგან უკან დასაბრუნებელი პროდუქციის სიის მიღება სუპერვაიზერისგან, პრისეილერისგან, დისტრიბუტორისა და სავაჭრო ობიექტის მენეჯერისგან და rs.ge-ზე შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების მოძებნა
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გაყიდვის თარიღის შემოწმება და იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ არის ვადაგასული, პრისეილერის ინფორმირება, ხოლო სუპერვაიზერისგან დასტურის შემთხვევაში შესაბამისი სასაქონლო ზედნადების კორექტირება
** კლიენტის მხრიდან სასაქონლო ზედნადების კორექტირებისას უარის შემთხვევაში მასთან დაკავშირება და შეთანხმება
** უკან დაბრუნებული პროდუქციის შედარება დაზიანებული პროდუქციის საწყობის ნაშთთან და უზუსტობის შემთხვევაში მიზეზების მოძიება და მონაცემების დაკორექტირება
** კორექტირებული სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად ანგარიშფაქტურების კორექტირება
სალარო ოპერაციების შესრულება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბუღალტრო/საფინანსო მიმართულებით
** სასურველია მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** rs.ge - შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია