დასახელება:
ლაბორატორიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნორდსტოუნი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"ნორდსტოუნი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში არსებულ ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიაში საჭირო ანალიზების წარმოება, თხევადი და გამყარებული ბეტონის პარამეტრების დადგენა.
** სამშენებლო ობიექტებზე ბეტონის სინჯის აღება, ანალიზის წარმოება და ხარისხის შემოწმება მშენებლობის კუთხით.
** საწარმოში შემოსული ნედლეულის, ქვიშის, ხრეშის, ცემენტის და ქიმიური დანამატის სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების შემოწმება.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო ან უმაღლესი (ორივე განიხილება)
** სავალდებულო: MS Office (Excel) მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
გრაფიკი - სრული, 1 სთ შესვენება
ანაზღაურება: 1500 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით
სტაჟირება: საჭიროების შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@nordstone.ge. ელფოსტის "SUBJECT" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი, 2025.
|
|
|
|