Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მედანე
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"მედანეს" ახალ ფილიალში კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს.

შემოგვიერთდით, თუ:

** გაინტერესებთ დანები, სალაშქრო აღჭურვილობა და აქსესუარები;
** მომხმარებელთან ურთიერთობა და ზოგადად კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა;
** გქონიათ კონსულტანტის პოზიციაზე ან მომიჯნავე მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება;
** ხართ მოწესრიგებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
** ხელფასი: 1000 + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: წერეთელი, მეგალაინი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში/სტენდზე წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების - უპირატესობების, ბრენდების, ფლობის და მოვლის ტექნიკების შესწავლა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საჭიროებების გაგება, პროდუქტის ეფექტურად წარდგენა და დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მარაგების კონტროლი/აღწერა;
** მაღაზიის ვიზუალური მხარის და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგება.
** მენეჯერის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება და გუნდურ მუშაობაში ჩართულობა, კოლეგების მხარდაჭერა საერთო მიზნების ეფექტურად მიღწევისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge. დასახელებაში მიუთითეთ: კონსულტანტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე