Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის დაცვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის დაცვა
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს მიღებას სამშენებლო ობიექტის დაცვის პოზიციაზე.

ლოკაცია: საბურთალო

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათიანი ცვლა
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი

უნარები:

** პუნქტუალობა, დისციპლინა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სპორტული აღნაგობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათავო ოფისში, თბილისი, გ. სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 საათამდე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: +995 322353253; +995 3222560101; +995 577 959929 ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე