დასახელება:
ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|