Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668282&print=yes&view=jobs
 
მონაცემთა ანალიტიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Panex
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.

ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** სტრატეგიული პროექტების ფინანსური მოდელირება და განსხვავებული სცენარების ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და განახლება;
** პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება;
** ყოველდღიური რეპორტების გენერირება, დამუშავება და ანალიზი;
** დამუშავებული მონაცემების ვიზუალიზაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვადასხვა რეპორტების შექმნა და მათი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველი Power BI-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ღრმა ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** კორპ.დაზღვევა
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/25DIHWne
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია