Робота для біженців з України
STEM კლუბის ხელმძღვანელი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: STEM კლუბის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას STEM კლუბის ხელმძღვანელის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced", ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/

STEM კლუბის ხელმძღვანელი

სკოლის STEM მიმართულებით სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის განვითარებისათვის საჭირო საკითხების ინიცირება;
** პრობლემური საკითხების გამოკვეთა, სამსახურის უფროსთან კომუნიკაცია და გადაჭრის გზების შეთავაზებაში ჩართულობა;
** კლუბის წევრებთან მინიმუმ კვირაში ერთხელ შეხვედრის განხორციელება;
** პროგრამის შუალედური და საბოლოო შედეგების მიღწევის მონიტორინგი;
** მიღებული შედეგების საფუძველზე, პროგრამისა და თანამშრომლების შეფასება, სემესტრებისა და წლის ბოლოს;
** კოლეგებისთვის განმავითარებელი შეფასების მიცემა;
** პროგრამის შესაბამის თემატურ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყება/განვითარება;
** თემატური სასკოლო პროექტებისა და კონკურსების ორგანიზებაში ჩართულობა;
** თემატურ რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებსა და ჩემპიონატებში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

კვალიფიკაცია და უნარები:

** STEM პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ან STEM პროგრამების სწავლების გამოცდილება
უმაღლესი ან არაფორმალური განათლება შესაბამის სფეროში/სფეროებში, რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ, B1 დონეზე
** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო / ტრენინგ / პროფესიული განვითარების სფეროში;
** ძლიერი საკომუნიკაციო და წერის უნარები ქართულ ენაზე (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროექტებზე ერთდროული მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, შამილაძის #30; ქ. ქუთაისი, დ.აღმაშენებლის #20; ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 3

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ:

** hr.batumi@schoolprogress.ge - ბათუმი
** hr.kutaisi@schoolprogress.ge - ქუთაისი
** hrtbilisi@schoolprogress.ge - თბილისი

მეილის სათაურში მიუთითეთ: STEM კლუბის ხელმძღვანელი და ქალაქის სახელწოდება სადაც გსურთ დასაქმება.

ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333370; 598 689064.️

გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე