Робота для біженців з України
რეგიონული წარმომადგენელი - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული წარმომადგენელი
მომწოდებელი: Start - Business Solutions
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"Start - Business Solutions" (https://www.startbs.com) ბიზნესის მხარდამჭერი კომპანიაა, რომელიც 13 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს ზრდასა და განვითარებაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული წარმომადგენლის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონის მასშტაბით ბიზნესის მფლობელებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება
** ბიზნესების საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება
** ბიზნესებისთვის საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განაცხადების მომზადებაში მხარდაჭერა
** რეგულარული რეპორტინგი მიმდინარე აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ბიზნესებთან მუშაობის)
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, დროის ეფექტური მართვა და ორგანიზებულობა
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მანქანა და ჰქონდეს მართვის მოწმობა
** აუცილებელია ჰქონდეს პირადი ლეპტოპი

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი (შესაძლებელია რიმოუთ)
** ანაზღაურება: გამომუშავებით

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 5 ოქტომბრამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@startbs.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და კონკრეტული რეგიონი - "რეგიონული წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე