Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წმ.მოწამე ვასილისკსოს N12
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** საწყობის გამართული მუშაობისთვის ოპტიმალური პროცესების დანერგვა და უზრუნველყოფა;
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა და სივრცის ოპტიმალურად ათვისების უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის/ნედლეულის რაოდენობის ზედნადებთან შესაბამისობაში ყოფნის კონტროლი;
** საწყობში არსებული სასაქონლო მარაგების - მიღება, გაცემა, გადაადგილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების სიზუსტის კონტროლი;
** საწყობში მარაგების საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად, მუდმივ კონტაქტზე ყოფნა შესყიდვებისა და წარმოების სტრუქტურულ ერთეულებთან, შესასყიდი საქონლის გეგმის შედგენაში მათთან ერთად მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ფილიალებისათვის საწყობიდან ნედლეულის გაგზავნის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ცენტრალური საკონდიტრო წარმოებისათვის ნედლეულის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პროდუქციის/ნედლეულის შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საწყობში არსებული მარაგების სრული აღწერის განხორციელება;
** საწყობში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი;
** მისაღები/მიღებული პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office Excel, Fina).

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე