დასახელება:
სადიზაინეროს დამხმარე
|
მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას სადიზაინეროს დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს N 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.
ძირითადი ფუნქციები:
** პრინტიანი სადიზაინერო ტორტებისათვის ფოტო-პრინტების მოძიება, დამუშავება, ზომებში ჩასმა და ამობეჭდვა;
** მარცეპანისგან სხვადასხვა მარტივი დეტალების ამოჭრა შესაბამისი ფორმების გამოყენებით;
** დიდი ზომის ტორტებისთვის მარცეპანის მოზელა/დამუშავება და გადაკვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სადიზაინერო საკონდიტრო ნაწარმის ყუთებში ჩალაგება და მაცივარში განთავსება;
** სადიზაინეროში შემოსული პროდუქციისა და ნედლეულის დალაგება/გადალაგება, შესაბამის გამოყოფილ ადგილებზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სადიზაინეროს დამხმარე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|