Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668232&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ორგანიზაცია ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" (CFS - Child, Family, Society) აცხადებს ვაკანსიას სოც-მედია მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შეძლებს ეფექტურად მართოს და განავითაროს ჩვენი სოციალური მედიის არხები, გაწიოს ვებგვერდის ადმინისტრირება, ითანამშრომლოს სხვადასხვა სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან, გაზარდოს ორგანიზაციის ცნობადობა და ხილვადობა. თუ გაქვთ გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში, კრეატიული იდეები და კარგად ფლობთ სოციალური მედიის პლატფორმებს, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

სოციალური მედიის მენეჯერის ძირითადი ამოცანა: ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.

სოციალური მედიის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა და მართვა;
** სოციალური მედიის ყოველდღიური მართვა (facebook, tiktok, youtube, instagram), ცნობადობის ძირითადი პარამეტრების ზრდისთვის (like, share, comment, view and return rate);
** ყოველდღიური პოსტების დაგეგმვა, შექმნა და განთავსება პლატფორმებზე;
** ვებ-გვერდის ყოველდღიური მართვა, ინფორმაციის განახლება;
** კრეატიული კონტენტის შექმნა (ვიდეოები, ფოტოები, ტექსტები) და მათი შესაბამისი რედაქტირება;
** ფოტომასალის გადაღება, მოკლე ინტერვიუს ჩატარება სოციალურ მედიაში განსათავსებლად;
** სხვადასხვა კომპანიის მოძიება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩასართავად, მუდმივი კომუნიკაციის წარმოება გუნდთან ერთად;
** კომპანიის იმიჯის განვითარება და სოციალური მედიის ტენდენციებზე სწრაფი რეაგირება.

სამუშაო განრიგი და ფორმატი:

** სოციალური მედიის მენეჯერი მუშაობს კოორდინაციაში ორგანიზაციის მენეჯმენტთან და ამერიკელ მოხალისესთან ერთად, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება პიარის და მარკეტინგის სფეროში;
** ყოველდღიური სამუშაოს შესრულება შესაძლებელია ჰიბრიდულად. აუცილებელია ორგანიზაციის ღონისძიებებზე დასწრება თბილისსა და რეგიონებში, ფოტომასალის შეგროვება და მცირე ინტერვიუების ჩატარება (სოციალური მედიისთვის);
** სამუშაო ფორმატი ადაპტირდება ამოცანებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც შემუშავდება გუნდთან ერთად.
** ორგანიზაციის გუნდის კომპეტენციის წარმოჩენა;
** ბენეფიციართა საჭიროებების გაცნობა ფართო საზოგადოებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება შესაბამისი პროფილით;
** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე განიხილება კანდიდატი, რომელსაც აქვს მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის კუთხით და აქვს გავლილი სოციალური მედიის მართვის კურსი ან/და ფლობს სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: SEO ოპტიმიზაცია, სოციალური მედიის ანალიტიკა/ტარგეტირება და KPI, აუდიტორიის შერჩევა, Ads მართვა, Meta და იცნობს სოციალური მედიის პლატფორმებს როგორიცაა: Facebook, Instagram, TikTok, Youtube, Linkedin და სხვა.

პოზიციაზე განიხილება ის კანდიდატები, ვინც დაინტერესებულია განვითარდეს სოციალური მედიის მიმართულებით, ფლობს სოციალურ მედიაში საბაზო უნარ-ჩვევებს და საერთო ცოდნას, შეუძლია გამართული წერა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

** CV;
** მოკლე წარდგენის წერილი (სამოტივაციო წერილი);
** ბმულები/ლინკები ნებისმიერი სოციალური მედიის გვერდზე, რაც წარსულში გიმართიათ, ან თქვენ მიერ გადაღებული ფოტომასალის/ვიზუალური მასალის პორტფოლიოზე.

კითხვები და განაცხადი გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: dcfs.georgia@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10.10.2025

** ორგანიზაციის შესახებ: ორგანიზაცია ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება 1995 წლიდან მუშაობს საქართველოში შშმ პირებისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური-მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესება, სოციალური სერვისების განვითარება, სწავლების დანერგვა ინკლუზიური განათლებისთვის და სხვა. მისი საქმიანობა მოიცავს რეაბილიტაცია-აბილიტაციის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის, სხვადასხვა თერაპიის, დღის ცენტრსა და სხვა საკვანძო სერვისების მიწოდებას შშმ პირებისთვის. ორგანიზაცია ასევე მუშაობს კვლევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებაზე, რათა საქართველოში დამკვიდრდეს ხელშემწყობი გარემო, შშმ პირების უფლებების სრულყოფილი რეალიზებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია