დასახელება:
მეტყველების თერაპევტი
|
მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვთან და ოჯახთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება. ბავშვის საკომუნიკაციო, ენობრივ და მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობა.
** ინდივიდუალური მუშაობა ბავშვებთან მეტყველების გაუმჯობესების მიზნით;
** წლიური გეგმის შესაბამისად მეტყველების თერაპიის სეანსების ჩატარება;
** კლიენტების პროგრესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში თერაპიის კორექტირება
** კლიენტებისა და მათი ოჯახების განათლება და სრულად ინფორმაციის მიწოდება სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობა
** დოკუმენტაციის წარმოება და კლიენტის პროგრესის დეტალური ჩანაწერების შენახვა
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** მეტყველების თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების შეძენა-დამზადება
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული (სასურველია) ან მეტყველების თერაპიის შესაბამისი კურსის გავლის სერტიფიკატი;
** გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით (სასურველი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
უნარები:
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
** გუნდურად მუშაობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებულობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა;
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება;
განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "მეტყველების თერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 10 ოქტომბერი.
** ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
|
|
|
|