Робота для біженців з України
ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის რევიზია/მონიტორინგი.
** პროდუქციის საბაჟო კოდების გადამოწმება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით - საჭირო დოკუმენტაციის დადგენა;
** წინასწარი დეკლარირება/ ფიტო/სერტიფიკატების ატვირთვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არაწინასწარი დეკლარაციების ატვირთვა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) საბაჟო და სანებართვო პროცედურების წარმოება;
** წარმოშობის სერტიფიკატის და მასთან გათანაბრებული საბუთებისთვის განაცხადის წარდგენა, მისი კონტროლი და აღრიცხვა;
** დასრულებული განბაჟების საბუთების შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
** განბაჟებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეპარტამენტის ინფორმირება;
** ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
** რეგულარული მენეჯმენტით დადგენილ თათბირებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება პრიორიტეტული და მიმდინარე საკითხების აქტუალიზაციის მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
** ასევე შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიული და გონება გახსნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** საბაჟო/საგადასახადო კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: сv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე