დასახელება:
შოურუმის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ჰოუმ დიზაინ გალერი" - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ შოურუმის კონსულტანტს და მისი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა;
** შოურუმში არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** ნივთის გაფორმება, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|