დასახელება:
ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილებ. ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილების ინჟინერი.
კვალიფიკაციური მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება მშენებლობის, ჰიდროტექნიკის, საინჟინრო ნაგებობებისა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება ინჟინერიის, სამშენებლო, საპროექტო სფეროში არანაკლებ 2 წ.
ცოდნა და უნარები:
** ნორმატიული დოკუმენტების, სტანდარტების და სამშენებლო ნორმების ცოდნა.
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, CorelDRAW) ასევე საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel).
** ენები: რუსული ენის ფლობა (ზეპირი და წერილობით).
** დამატებითი მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებებთან მუშაობის გამოცდილება.
ვალდებულებები:
** სამუშაო ნახაზების, სქემების და კონსტრუქციული დოკუმენტაციის შემუშავება, პროექტირება და შეთანხმება.
** მშენებლობისა და პროექტირების ღირებულების შეფასება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი.
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება.
** საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა.
** ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხარისხისა და უსაფრთხოებას გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
** სანარდო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების შემოწმება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანობა.
** მაღალი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი.
** შეზღუდული დროის პირობებში დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
** ორგანიზაციული უნარები, სამუშაო პროცესების დაგეგმარების ცოდნა.
** დეტალებისადმი ყურადღება და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/, ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com. რეზიუმეს თანდართული უნდა ჰქონდეს პროფესიისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები დიპლომი, სერტიფიკატი.
|
|
|
|