Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: არქიდეა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
კომპანია "არქიდეა" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების წარმომადგენელს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ავეჯის, განათების და სახლის აქსესუარების სფეროში.

კომპანია "არქიდეა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ახალო მაღაზიისთვის, თბილისის ცენტრში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 სთ, გრაფიკი ცვალებადი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის თავაზიანი მომსახურება და პროფესიული კონსულტირება წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია და მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში, სასაჩუქრე შეფუთვა მოთხოვნისამებრ.
** წარმოდგენილი პროდუქციის მოწესრიგება და დადგენილი სტანდარტებით განთავსება;
** არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავის კონტროლი;

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით
** თავაზიანობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@archidea-group.com.

გთხოვთ, ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე