Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"ჰიტეკო ჯგუფ"-ში შემავალი სასტუმრო "Hotel Splendid Tbilisi" ეძებს გუნდის წევრს მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1500 ლარი;
გრაფიკი: 2 დღე დასვენება, სამუშაო საათები 07:00-16:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ-მზარეულის დახმარება საუზმის მომზადებაში;
** ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ გამზადებაში დახმარება;
** საჭიროებისას დახმარება ცხობის პროცესში;
** საკვების დახარისხება და შენახვა;
** კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტის წინასწარ მომარაგება;
** კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური და ენერგიული;
** გამოცდილება იდენტურ სფეროში ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com. ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე