Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენის" ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ხარჯთაღმრიცხველისპოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** პროექტების სრულყოფილი ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ანალიზი;
** "ფორმა №2"-ის შედგენა ზუსტი და დროული მონაცემების საფუძველზე;
** პროექტის დაწყებამდე დეტალური კალენდარული გრაფიკის შემუშავება;
** სამშენებლო სამუშაოების ერთეულ ფასებში განსაზღვრა და მათი ბაზაში ასახვა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება, სისტემატიზაცია და პროცესის მონიტორინგი;
** მიმდინარე პროექტების პროგრესის შესახებ ანგარიშგებების ("Progress Report") მომზადება;
** ხარჯების ოპტიმიზაციის გზების მოძიება და ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან, სუბკონტრაქტორებთან და პროექტის გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური ანგარიშგებების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სპეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ხელფასი: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 19 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე