დასახელება:
არქივარიუსის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
scapp
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას.
სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას არქივარიუსის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არქივში გადმობარებული დოკუმენტაციის მიღება, კერძოდ:
** ბაინდერების მიბარება, საბუთების გადარჩევა და პერიოდის მიხედვით თაროზე განთავსება;
** მიღებული დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტთან შედარება;
** მიღებულ დოკუმენტაციაზე საძიებო ბაზების შექმნა;
** გარე არქივში დოკუმენტაციის გადაბარება, კერძოდ:
** გადასაბარებელი ბაინდერების მოძიება;
** ბაინდერში არსებული დოკუმენტაციის თავსართის მონაცემებთან შედარება, (დანაკლისის აღწერა);
** გადასაბარებელი დოკუმენტაციის შეკვრა და თავსართის გაკეთება;
** გადასაბარებელი დოკუმენტაციისთვის ყუთების აწყობა და ჩალაგება;
** სტრუქტურული ერთეულის მიერ არქივში არსებული დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დოკუმენტაციის მოძიება და გასაგზავნად გამზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - არქივარიუსის თანაშემწე".
|
|
|
|