დასახელება:
შინ მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შინ მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
განვითარების სპეციალისტი ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს შინ მოვლის პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან (ფსიქოლოგი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი).
იგი ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს.
განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
** მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
** მოსარგებლეთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
** მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
** ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ცოდნა, კვალიფიკაცია:
** ბაკალავრი სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** სამუშაო დატვირთვა: გრაფიკი და განაკვეთი შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 15 ოქტომბერი.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|