დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
scapp
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
|
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას. სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროს და ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით ხარჯების, გაცემული სესხის და კონვერტაციების თანხების გადარიცხვა;
** გაცემული და მიღებული სესხების აღრიცხვა;
** გზავნილების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** გასაყიდად გამიზნული ქონების აღრიცხვა;
** ხარჯების აღრიცხვა;
** საოპერაციო პროგრამებში მსესხებლების მიერ ჩარიცხული თანხების და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების აღრიცხვა;
** არასაპროცენტო შემოსავლების აღრიცხვა;
** სალაროების აუდიტი;
** სხვა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიწოდება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".
|
|
|
|