Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"მეამა" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00 საათამდე
მისამართი: გივი ამილახვარის ქუჩა, N2
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** B2B გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ;
** საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე კლიენტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** მიღებული შეკვეთების დამუშავება და პროცესების ორგანიზება;
** ინფორმაციების CRM პროგრამაში ასახვა;
** კომპანიის საოპერაციო გუნდებთან კომუნიკაცია;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით (აუცილებელია FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება)
** მოლაპარაკებების წარმოებისა უნარი;
** CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 18 ოქტომბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე