Робота для біженців з України
Java დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Java დეველოპერი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას Java დეველოპერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა
** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება J2EE ტექნოლოგიებში
** Java ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა : Spring, Spring Boot, Spring Security, Hibernate, Spring MVC, JPA, REST, SOAP, JNDI
** მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** Git-თან მუშაობის გამოცდილება
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლიანი ცოდნა.
** Unit ტესტების ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.

სასურველია:

** კომპიუტერული ქსელის ფუნდამენტური პრინციპების (ტექნოლოგიების, პროტოკოლების) ცოდნა.
** CI / CD გარემოში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - Java დეველოპერი.
დაგვიანებით მიღებული CV არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge

დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე