Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=668026&print=yes&view=jobs
 
შინ მოვლის პროგრამის მომვლელი/ძიძა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შინ მოვლის პროგრამის მომვლელი/ძიძა
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შინ მოვლის პროგრამის მომვლელის/ძიძის პოზიციაზე.

"პირველი ნაბიჯი" 25 წელზე მეტია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მომვლელი/ძიძა შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს.

შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში, ძიძა ზრუნავს ბენეფიციარის მოვლაზე და ამავე პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს შშმ ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობა და მისი უფლებების დაცვა
** ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა (მათ შორის, ტუალეტისა და სხვა ჰიგიენური პროცედურებისას) და მასზე მეთვალყურეობა
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისთვის საკვების მომზადება და კვების პროცესში დახმარება;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების (ფუნქციური) განვითარებაზე ზრუნვა
** ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერა მოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვის საკითხებში
** მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი) წევრების მიერ, ბავშვთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
** თვეში ერთხელ, პროგრამის კოორდინატორის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე სავალდებულო დასწრება
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე დასწრება

ცოდნა, კვალიფიკაცია:

** ძიძად ან მომვლელად მუშაობის გამოცდილება (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** მედპერსონალის დამხმარის, სანიტრის ან მედდის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: განაკვეთი და გრაფიკი შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com და გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 15 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია